განვიხილეთ შეფასების მეთოდები,რაც ვფიქრობ დამეხმარება განვსაზღვრო და გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები, ეს ყველაფერი გამომადგება პროექტის უკეთესად დაგეგმვაში. დაწვრილებით გავიარეთ შეფასების ინსტრუმენტები, იყო სიახლეც (კავშირი-დაკვირვება-ინტერესი) რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად დავნერგავ სასწავლო პროცესში.
პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურებში დეტალურად გავწერეთ სასწავლო კვირები, თავიდან სირთულე შემექმნა დაწვრილებით აღმეწერა ჩემს მიერ დაგეგმილი თემის ირგვლივ თითოეული ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული გავხდი რომ სახლში უფრო ,, გავაშალაშინო ,, და დავხვეწო გეგმა.
No comments:
Post a Comment