ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით შესასწავლ თემას- პროექტებით სწავლება, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება. ვნახეთ პროექტის სრული ნიმუში, რომელმაც მაჩვენა ,რომ ჩემს მიერ გაკეთებული პროექტი შეიძლება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო.გავხსენით პორტფოლიოს ცარიელი ფაილი , რესურსებში შევიტანეთ პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები . პროექტების შექმნისას დიდი ყურადღება გავამახვილეთ ეროვნულ სტანდარტებზე!
მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს განხილული თემები, ვისაუბრეთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ თემაზე და ტრენერთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პროექტის ჩონჩხი.ამის შემდეგ გავეცანით შაბლონებს და დავამზადეთ ბუკლეტები.
No comments:
Post a Comment