ტრენინგის დასაწყისში გავეცანით დღევანდელი დღის გეგმას, რის შემდეგაც შევქმენით მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.ამ აქტივობამ დამაფიქრა იმაზე , თუ რამდენად რთული დავალება უნდა მივცე მოსწავლეს, რომ ის შესასრულებლად რეალური იყოს და ბავშვი არ მოექცეს ჩიხში. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს გეგმას, ინდიკატორებს და ჩასწორება შევიტანეთ პროცედურებში.
ვფიქრობ, ტრენინგის ყოველი დღე მაძლევს იმის მოტივაციას რომ დროთა განმავლობაში კარგი და სრულყოფილი პროექტი დავგეგმო.
Sunday, September 24, 2017
Saturday, September 23, 2017
ინტელის მეხუთე დღე
ინტელის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგზეგანხილული თემები და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავეცანით დღევანდელი ტრენინგის გეგმას.
ინფორმაციია გაცვლისა და უკუკავშირის მიცემის მიზნით გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და გავუკეთეთ შესაბამისი კომენტარი.
ჩვენი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება.
Intel® Education Viewer -ში გავეცანით საავტორო უფლებების ჩამონათვალს, რომელიც ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა. აუცილებლად გავითვალისწინებ საავტორო უფლებების მოთხოვნებს.
Tuesday, September 12, 2017
ტრენინგის მეოთე დღე
განვიხილეთ შეფასების მეთოდები,რაც ვფიქრობ დამეხმარება განვსაზღვრო და გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები, ეს ყველაფერი გამომადგება პროექტის უკეთესად დაგეგმვაში. დაწვრილებით გავიარეთ შეფასების ინსტრუმენტები, იყო სიახლეც (კავშირი-დაკვირვება-ინტერესი) რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად დავნერგავ სასწავლო პროცესში.
პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურებში დეტალურად გავწერეთ სასწავლო კვირები, თავიდან სირთულე შემექმნა დაწვრილებით აღმეწერა ჩემს მიერ დაგეგმილი თემის ირგვლივ თითოეული ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული გავხდი რომ სახლში უფრო ,, გავაშალაშინო ,, და დავხვეწო გეგმა.
პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურებში დეტალურად გავწერეთ სასწავლო კვირები, თავიდან სირთულე შემექმნა დაწვრილებით აღმეწერა ჩემს მიერ დაგეგმილი თემის ირგვლივ თითოეული ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული გავხდი რომ სახლში უფრო ,, გავაშალაშინო ,, და დავხვეწო გეგმა.
Monday, September 11, 2017
ტრენინგის მესამე დღ
შესრულებული დავალების დათვალიერების შემდეგ, განვიხილეთ მეორე მოდული, რომლის ძირითადი თემა იყო,სასწავლო პროცესის დაგეგმვა.უპირველესად გავეცანით სტანდარტებს და მასზე დაყრდნობით დავსახეთ მიზნები., რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს პასუხობდა. ჩვენს მოფიქრებულ პროექტთან დაკავშირებით დავამუშავეთ სხვადასხვა დონის შეკითხვები.( ზოგადი, თემატური, მაღალი) საკმაოდ რთული აღმოჩნდა სტანდარტებთან მორგებული მიზნების მოფიქრება, მაგრამ ტრენერთან ერთად განხილვის შემდეგ დამებადა ახალი იდეები და ვფიქრობ ადვილად გავუმკლავდები მოცემულ დავალებას.
Thursday, September 7, 2017
ტრენინგის პირველი და მეორე დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით შესასწავლ თემას- პროექტებით სწავლება, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება. ვნახეთ პროექტის სრული ნიმუში, რომელმაც მაჩვენა ,რომ ჩემს მიერ გაკეთებული პროექტი შეიძლება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო.გავხსენით პორტფოლიოს ცარიელი ფაილი , რესურსებში შევიტანეთ პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები . პროექტების შექმნისას დიდი ყურადღება გავამახვილეთ ეროვნულ სტანდარტებზე!
მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს განხილული თემები, ვისაუბრეთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ თემაზე და ტრენერთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პროექტის ჩონჩხი.ამის შემდეგ გავეცანით შაბლონებს და დავამზადეთ ბუკლეტები.
მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს განხილული თემები, ვისაუბრეთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ თემაზე და ტრენერთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პროექტის ჩონჩხი.ამის შემდეგ გავეცანით შაბლონებს და დავამზადეთ ბუკლეტები.
Subscribe to:
Posts (Atom)