Saturday, October 7, 2017

პროექტის მეცხრე დღე

         პროექტის ბოლო დღე იყო შემაჯამებელი.  მოვისმინეთ და განვიხილეთ  პროექტის მონაწილეების პრეზენტაციები, მივეცით უკუკავშირი.
ინტელის ძირითადმა სასწავლო კურსმა სხვა ღირებულებებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დამეხმარება პროექტის წარმატებით დაგეგმვაში.
                                                                       დიდი მადლობა ქალბატონ შორენას!
პროექტის პორტფოლიო

Sunday, October 1, 2017

მე-8 დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით დღის გეგმას. ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,რაც ვფიქრობ წარმატებულად ჩატარებული გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.გავეცანით მე-6 მოდულს,რომელშიც დაწვრილებით განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.გავიხსენეთ სწავლებასთან დაკავშირებული გარდნერისა და სხვა თეორიტიკოსების შეხედელებები.ვიმუშავეთ გეგმაზე სადაც შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა. შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმები, რომელშიც გამოვიყენეთ სკაფოლდინგის მეთოდი. ეს კი მოსწავლეს გაუმარტივებს დავალების შესრულებას.ვისაუბრეთ მენეჯმენტსა და ფასილიტაციაზე. მადლობა ტრენერს ამ ნაყოფიერი 4 საათისთვის:)))

Sunday, September 24, 2017

ინტელის მე-6 დღე

 ტრენინგის დასაწყისში გავეცანით დღევანდელი დღის გეგმას, რის შემდეგაც შევქმენით მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.ამ აქტივობამ დამაფიქრა იმაზე ,  თუ რამდენად რთული დავალება უნდა მივცე მოსწავლეს, რომ ის შესასრულებლად რეალური იყოს და ბავშვი არ მოექცეს ჩიხში.  კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს გეგმას, ინდიკატორებს  და ჩასწორება შევიტანეთ პროცედურებში.
ვფიქრობ, ტრენინგის ყოველი დღე მაძლევს იმის მოტივაციას რომ დროთა განმავლობაში კარგი და სრულყოფილი პროექტი დავგეგმო.

Saturday, September 23, 2017

ინტელის მეხუთე დღე

ინტელის მეხუთე დღეს  გავიხსენეთ  წინა ტრენინგზეგანხილული თემები და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავეცანით დღევანდელი ტრენინგის გეგმას.
ინფორმაციია  გაცვლისა  და უკუკავშირის  მიცემის მიზნით  გავეცანით ერთმანეთის  პრეზენტაციებს და გავუკეთეთ შესაბამისი  კომენტარი.
ჩვენი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება.
Intel® Education Viewer   -ში     გავეცანით საავტორო უფლებების ჩამონათვალს, რომელიც ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა. აუცილებლად გავითვალისწინებ  საავტორო უფლებების მოთხოვნებს.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, September 12, 2017

ტრენინგის მეოთე დღე

განვიხილეთ შეფასების მეთოდები,რაც ვფიქრობ დამეხმარება განვსაზღვრო და გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა,  ინტერესები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები, ეს ყველაფერი გამომადგება პროექტის უკეთესად დაგეგმვაში. დაწვრილებით გავიარეთ შეფასების ინსტრუმენტები, იყო სიახლეც (კავშირი-დაკვირვება-ინტერესი) რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად დავნერგავ სასწავლო პროცესში.
   პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურებში  დეტალურად გავწერეთ   სასწავლო კვირები, თავიდან სირთულე შემექმნა დაწვრილებით აღმეწერა ჩემს მიერ დაგეგმილი თემის ირგვლივ თითოეული ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა  უფრო თავდაჯერებული  და მოტივირებული გავხდი რომ სახლში უფრო ,, გავაშალაშინო ,, და დავხვეწო  გეგმა.